ნავსაწინააღმდეგო ზღუდის ფორსირება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნავსაწინააღმდეგო ზღუდის ფორსირება - წყალქვეშა ნავის გარღვევა მოწინააღმდეგის სხვადასხვა ნავსაწინააღმდეგო ძალებისა და საშუალებების მოქმედების ზონაში, რომლებიც ნაღმსაწინააღმდეგო ზღუდეს ქმნიან. ეწყობა წყალქვეშა ნავების საბრძოლო დანიშნულების რაიონებში სვლისას ან ბაზირების პუნქტებში დაბრუნებისას, როდესაც არ არსებობს ნავსაწინააღმდეგო ზღუდის შემოვლის შესაძლებლობა. ნაღმსაწინააღმდეგო ზღუდის წარმატებულ ფორსირებას აღწევენ წყალქვეშა ნავების ფარული მოძრაობით, დარტყმების მიყენებით მოწინააღმდეგის ნავსაწინააღმდეგო ძალებსა და სტაციონარულ ჰიდროაკუსტიკურ საშუალებებზე, შენიღბვისა და დემონსტრაციული მოქმედებების მოწყობით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები