ნავსაწინააღმდეგო ძალები
ნავსაწინააღმდეგო ძალები - სამხედრო-საზღვაო ძალების ან მისი ერთ-ერთი ფლოტის წყალქვეშა ნავების, წყალზედა ხომალდებისა და საფრენი აპარატების ზოგადი სახელწოდება. განკუთვნილია მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედების წარმოებისათვის.
ნავსაწინააღმდეგო ძალების უწოდებენ აგრეთვე ფლოტის სხვადასხვა გვარეობის ძალების ფორმირებებსაც, რომლებიც გამოიყოფა საზღვაო ოპერაციების დროს საბრძოლო მოქმედებებისათვის მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავების წინააღმდეგ.
ნავსაწინააღმდეგო ძალები მოქმედებენ განსაზღვრულ რაიონებში (ზოლებზე), ნავსაწინააღმდეგო ზღუდეებზე და ზღვით გადასვლისას ხომალდების (გემების) ნავსაწინააღმდეგო უზრუნველყოფის დროს.
XX საუკუნის 80-იანი წლების დამდეგს უდიდესი სახელმწიფოების სამხედრო ფლოტებში შეიქმნა ნავსაწინააღმდეგო ძალები, რომლებშიც შედიან მრავალმიზნობრივი ატომური წყალქვეშა ნავები, სპეციალურად ნაგები ნავსაწინააღმდეგო წყალზედა ხომალდები, სანაპირო და სახომალდო ბაზირების ნავსაწინააღმდეგო თვითმფრინავები და ვერტმფრენი.