ნავსაწინააღმდეგო ხომალდი
ნავსაწინააღმდეგო ხომალდი - საბრძოლო ხომალდი, რომლის დანიშნულებაა მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავების აღმოჩენა და განადგურება, საკუთარი წყალქვეშა ნავების გაშლის და დაბრუნების უზრუნველყოფა, ხომალდების, ბადრაგის, დესანტის ნავსაწინააღმდეგო დაცვა, ბაზირების რაიონების დაცვა და სხვა.
წყალწყვის, შეიარაღებისა და დანიშნულების მიხედვით არსებობს ნავსაწინააღმდეგო კრეისერები, დიდი და პატარა ნავსაწინააღმდეგო ხომალდი, დაცვის ხომალდები. ნავსაწინააღმდეგო კრეისერები და დიდი ნავსაწინააღმდეგო ხომალდები მოქმედებენ ზღვების და ოკეანეების დაშორებულ რაიონებში შენაერთების შემადგენლობაში, დაცვის ხომალდები – ნაპირისპირა ზღვებში, პატარა ნავსაწინააღმდეგო ხომალდი – ნაპირისპირა ზღვებში, საკუთარი ბაზების მახლობლად.
ნავსაწინააღმდეგო ხომალდის შეიარაღებაში აქვთ ნავსაწინააღმდეგო რაკეტები, ტორპედოები, რეაქტიული ბომბმტყორცნები, სიღრმისეული ბომბები, ნავსაწინააღმდეგო ვერტმფრენები, თავდაცვის საშუალებები.