ნაზალური ბგერები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნაზალური ბგერები – ცხვირისმიერი ბგერები, ხმოვნები ან თანხმოვნები, რომელთა წარმოთქმისას ჰაერნაკადი გარეთ ცხვირის ღრუს გავლით გამოედინება. რბილი სასა ნაქითურთ ძირსაა ჩამოშვებული და გზას უხსნის ნაკადს ცხვირისკენ. ნაზალური ხმოვნების (მათ ნაზალიზებულებსაც უწოდებენ) წარმოთქმისას პირის გზაც ღიაა, ხოლო ნაზალური თანხმოვნების შემთხვევაში პირის ღრუ გადაკეტილია ბაგისმიერი ან ენისმიერი ხშვით. ბაგისმიერი ხშვით წარმოთქმისას, მაგ., ქართული , წინაენისმიერი ხშვით (ზედა საჭრელ კბილებთან ან მათ ნუნებთან) – ნაზალური თანხმოვნის ენისმიერი ხშვა შეიძლება განხორციელდეს შუა ენის მიბჯენით მაგარ სასაზეც (მაგ., ფრანგ. სიტყვაში signe ნიშანი“) ან უკანა ენის მიბჯენით ჩამოშვებულ რბილ სასაზე (გერმ.singen „სიმღერა“, zunge „ენა“).

ქართულში ნაზალური ხმოვანი ფონემები არა გვაქვს.

ზ. ჯაფარიძე


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები