ნაზარბეგოვი თოვმას

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თოვმას ნაზარბეგოვი

თოვმას ივნეს ძე ნაზარბეგოვი − (04.04.1855-19.02.1931), სომეხი გენერალ-მაიორი (06.12.1906).

დაიბადა ტფილისში, აზნაურის ოჯახში. განათლება მიიღო ვორონეჟის სამხედრო გიმნაზიაში, მოსკოვის მე-2 სამხედრო გიმნაზიაში 1874 წელს და ალექსანდრეს მე-3 სამხედრო სასწავლებელში 1876 წელს.
მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის (1877-1878) ომში. მსახურობდა ლაიბ-გვარდიის ერევნის მე-13 და ქართველ გრენადერთა მე-14 პოლკში.
1894-1902 წლებში მეთაურობდა ანდიჟანის მე-4 სარეზერვო ბატალიონს.
მონაწილეობდა 1904-1905 წლების რუსეთ-იაპონიის ომში. ომის დროს მეთაურობდა 286-ე კირსანოვოს ქვეით პოლკს. 1902 წლის 9 თებერვალს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.
1905-1906 წლებში მეთაურობდა ოლონეცის მე-14 ქვეით პოლკს.
1906 წელს გავიდა თადარიგში.
1914 წლის ნოემბერში, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე კვლავ იქნა გაწვეული სამხედრო სამსახურში და დაინიშნა 66-ე ქვეითი დივიზიის მეთაურად.
1915 წლის აპრილში რუსული ჯარების ნაწილებმა მისი მეთაურობით სასტიკი დამარცხება მიაყენეს თურქულ ჯარებს დილმანის ბრძოლაში.
1915-1916 წლებში მეთაურობდა კავკასიის მე-2 მსროლელ ბრიგადას, რომელიც 1915 წლის 19 ნოემბერს იქნა გაშლილი დივიზიაში და, ამავდროულად, იქნა დანიშნული აზერბაიჯანის რაზმის უფროსადაც.
1914 წლის 9 ივლისს, თურქების შეტევის დაწყებისას, მოქმედებდა ძალზე ნელა, არ დაუჭირა მხარი კავკასიის IV საარმიო კორპუსს. შემდგომშიც, ევფრატის ოპერაციის განმავლობაში, ნაზარბეგოვმა ინიციატივა არ გამოიჩინა, რაც გახდა ერთ-ერთ წინაპირობად იმისა, რომ თურქეთის დაჯგუფება ბოლომდე არ იქნა განადგურებული.
1916 წელს მეთაურობდა ჯარების დაჯგუფებას, რომელიც მოქმედებდა ვან-კოპის მიმართულებით.
1917 წლის იანვარში დაინიშნა ახლად შექმნილი კავკასიის არმიის VII ცალკეული კორპუსის მეთაურად, რომელიც მოქმედებდა სპარსეთში.
1917 წლის 26 დეკემბრის კავკასიის ფრონტის მთავარსარდლის ბრძანების თანახმად დაიწყო ეროვნული ნაციონალური კორპუსების ფორმირება. სომხური კორპუის მეთაურად დაინიშნა გენერალი ნაზარბეგოვი. კორპუსის შემადგენლობაში შევიდნენ გენერალ ანდრანიკ ოზანიანის I და მე-2 მოხალისეთა ქვეითი დივიზიები, კავალერიის 1 ბრიგადა, 4 ტერიტორიალური პოლკი, 5 ტერიტორიალური ბატალიონი და 1 სამარშე ბრიგადა. სულ 17 000-მდე ადამიანი.
1918-1920 წლებში იყო სომხეთის რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალი. არ იყო არც ერთი პარტიის წევრი, განაგრძობდა ჯარში სამსახურს და მთელს თავის ცოდნას და გამოცდილებას გადასცემდა სომხეთის რეგულარული არმიის შექმნის საქმეს. ხელმძღვანელობდა სომხეთის არმიას აზერბაიჯანთან ომში.

შეიარაღებული ძალების ორგანიზაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის 1919 წლის 15 ივლისს მას მიენიჭა სომხეთის არმიის „გენერალ-ლეიტენანტის“ სამხედრო წოდება. მისი საერთო ხელმძღვანელობით სომხურმა ჯარმა და მოხალისეებმა მიაყენეს სასტიკი დამარცხება თურქეთის ჯარებს ყარაყლისის და სარდარაბადის ბრძოლებში და შეაჩერეს მტრის წინ წაწევა.

საბჭოთა ხელისუფლებას ექცეოდა ლოიალურად. საბჭოთა რუსეთის მიერ სომხეთის ანექსიის შემდეგ, 1921 წელს იქნა დაპატიმრებული და გადაყვანილი ერევანში შემდეგ ქ. ბაქოში და რიაზანის საკონცენტრაციო ბანაკში.

გარდაიცვალა და დაკრძალულია ტფილისში (დაკრძალვის ადგილი უცნობია).

ავტორია მემუარებისა 1914-1918 წლების კავკასიის ფრონტზე წარმოებული სამხედრო მოქმედებების შესახებ. (არაა გამოქვეყნებული).

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო ოქროს ხმლით („მამაცობისათვის“ - 1906 წლის 18 ივნისი), წმ. გიორგის IV ხარ. (1916 წლის 7 იანვარი). და რუსეთის ორდენებით.
წმ. სტანისლავის III ხარ.(მახვილებით და ბაფთით-1877 - „წარჩინებისათვის არდაგანის ციხესიმაგრის შტურმით აღებისას“) და II ხარ.(1893),
წმ.ანას III (მახვილებით და ბაფთით - 1878 - „წარჩინებისათვის არზრუმთან“) და II ხარ. (1895),
წმ. ვლადიმერის IV ხარ. (ბაფთით ოცდახუთ წლიანი უმწიკვლო სამსახურისათვის-1901), III (მახვილებით-1905) და II ხარ. (მახვილებით-1916).

საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ დაჯილდოებულ იქნა სამხედრო მედლით – medal le militaire - უმაღლესი სამხედრო ჯილდოთი, რომლითაც სტატუტის თანახმად, აჯილდოებდნენ მხოლოდ არმიების სარდლებს. (ქართველთა შორის ასეთი ჯილდოს კავალერი გახდა კაპიტანი ტარას ვაშაკიძე (1876-1937), რომელმაც ეს ჯილდო მიიღო 1915 წლის 31 ივლისს).


წყარო

სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები