ნაზოლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნაზოლი − (ინგლ. bevel)

1. ზედაპირი, რომელიც მიიღება მასალის ტორსული ნაწიბურის ირიბი წაჭრით (ცერობით). გამოიყენება ტექნოლოგიური, ტექნიკური და დეკორატიული მიზნით. ნაზოლის ცერობის კუთხე ინიშნება კონსტრუქციული მოსაზრებით, მაგრამ, როგორც წესი, მიიღება ტოლი 45°. ნაზოლის მოჭრა ხორციელდება ზენკერვით, ფრეზვით, სახარატო ჩარხზე, აბრაზიული დამუშავებითა და საჭრეთლით. ნაზოლი შეიძლება გაუკეთდეს ქვის, ხის, ლითონის, მინის ნაკეთობას. ნაზოლი შეიძლება იყოს: კრისტალის, ლირსის, მიმმართველი, სარქვლისა და სხვ.;

2. კუთხის მარკირების ინსტრუმენტი სადურგლო და ქვის სამუშაოებში;

3. არქიტექტურული ნატეხი, დახრილი ზედაპირი ან ნაწიბური.

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები