ნაკრუმა კვამე
კვამე ნკრუმა (1909-70), განის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. განის (ყოფილი ბრიტანული კოლონია ოქროს ნაპირზე) ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის აქტიური მონაწილე. ოქროს ნაპირის გაერთიანებული კონვენტის ერთ-ერთი დამაარსებელი და 1947-49 მისი გენერალური მდივანი. 1949 დააარსა კონვენტის სახალხო პარტია, რომელიც სათავეში ჩაუდგა განმათავისუფლებელ ბრძოლას და მოითხოვა კოლონიის დაუყოვნებლივი თვითმმართველობა.
1952-57 – ოქროს ნაპირის პრემიერ-მინისტრი, ხოლო
1957-60 – განის დამოუკიდებელი რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი,
1960-66 – განის პრეზიდენტი, იმავდროულად კონვენტის სახალხო პარტიის გენერალური მდივანი. 1966 სამხედრო გადატრიალების შედეგად იძულებული გახდა, ემიგრაციაში წასულიყო.
ნკრუმამ შესამჩნევი წვლილი შეიტანა აფრიკის ხალხების განთავისუფლებისათვის ბრძოლაში. 1962 მიენიჭა საერთაშორისო ლენინური პრემია „ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისათვის”.