ნალარბორის ვაკე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნალარბორის ვაკე – (ინგლ. Nullarbor Plain) — ვაკე სამხრეთ ავსტრალიაში. წარმოადგენს საშუალოდ 200 მ-მდე სიმაღლის დაბლობს, რომლის ზედაპირი დაჩვრეტილია ხშირი კარსტული ძაბრებით. ოკეანის მხარეზე წარმოქმნის 100-150 მ სიმაღლის ფლატეს. ჰავა მშრალი სუბტროპიკულია, ნალექების რაოდენობა 250 მმ არ აღემატება - მისი 70-80% მოდის ზამთარში და შემოდგომაზე. მშრალი სეზონი (ზაფხული) ხანგრძლივია. ზედაპირულ ჩამონადენს (თვით პერიოდულ ნაკადებსაც) მთლიანად მოკლებულია, ვინაიდან მოსული ნალექები უმალ შთაინთქმება კირქვებში, რისგანაც წარმოქმნილია მიწისქვეშა (კარსტული) ჰიდროგრაფიული ქსელი; მისი წყლის განტვირთვა კარსტული წყაროების სახით ხდება სანაპირო ფლატის ძირის გაყოლებით, აგრეთვე – ოკეანის ფსკერზეც.

დასავლეთ ავსტრალიის ზეგნის ფარგლებში ნალარბორის ვაკის ლანდშაფტი ყველაზე უსიცოცხლოდ გამოიყურება აუწყლო ქვიან ზედაპირზე იზრდება მხოლოდ ჰალოფიტები – ჩარანი და სხვ. მხოლოდ კარსტულ ძაბრებში სადაც ნიადაგის ტენიანობა მეტია, ხარობს ბუჩქნარი აკაცია (მელგა-სკრები) ვაკის ძირითად ნაწილზე ნახევარუდაბნოს ლანდშაფტია. ჩრდილოეთისაკენ ნალექები მცირდება და გადავდივართ უდაბნოში. ტერიტორიის უმეტესი ნაწილი დაუსახლებელია და უმნიშვნელოდაა გამოყენებული ცხვრის საძოვრად. წყალმოხმარება თითქმის მთლიანად ემყარება არტეზიულ ჭებს, რომლის წყალი სხვა რეგიონებთან შედარებით ნაკლებადაა მინერალიზებული და ვარგისია დასალევად.

ვაკის ტერიტორიას კვეთს ტრანსავსტრალიური რკინიგზის მაგისტრალი, რომელიც თანამედროვე ლანდშაფტის მნიშვნელოვანი ტექნოგენური კომპონენტია.


წყარო

ავსტრელიისა და ოკეანიის ფიზიკური გეოგრაფია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები