ნალტრექსონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნალტრექსონი - ხანგრძლივი მოქმედების მქონე ოპიოიდების ანტაგონისტია. იგი გამოიყენება რეციდივის პრევენციისთვის ოპიოიდებზე დამოკიდებულების მქონე პაციენტების მკურნალობისას, რომლებმაც უკვე გაიარეს დეტოქსიკაციის კურსი. ზოგ შემთხვევაში ნალტრექსონით მკურნალობამ შეიძლება დადებითი როლი ითამაშოს, თუკი დამოკიდებულების მქონე პირს მაღალი მოტივაცია აქვს (მაგ., ექიმები, რომლებიც ოპიოიდებზე დამოკიდებულების მდგომარეობიდან გამოდიან ან პაციენტებთან, რომლებიც სისხლის სამართლის სისტემასთან დაკავშირებულ სტრუქტურირებულ პროგრამებში იღებენ მონაწილეობას. მაგრამ ოპიოიდების მომხმარებლების უფრო ფართო წრეში ნალტრექსონით მკურნალობის სარგებლიანობა ნაკლებად არის დადგენილი (Kirchmayer et al., 2003).


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები