ნანუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნანუჩა − (XVII საუკუნე), ნამდვილი სახელი და გვარი მანუჩარ ციციშვილი. XVII საუკუნის I ნახევრის ქართველი პოეტი, „ვეფხისტყაოსნის” ინტერპოლატორი. მას ჩაურთავს სტროფები პოემის ტექსტში, 11 სტროფი დაუმატებია „ავთანდილის ანდერძისათვის“. ნანუჩას მიერ ჩართულ სტროფებს პოემის ზოგიერთ ხელნაწერში (ე.წ. ზაზასეული ხელნაწერი) მიწერილი აქვს „ნ“ ან „ნა“. არჩილ II „თეიმურაზისა და რუსთაველის გაბაასებაში“ მოიხსენიებს ნანუჩას და ლექსს უწუნებს მას. ნანუჩა თანამედროვეთა მოწონებით სარგებლობდა. მამუკა თავაქარაშვილი მას „ტკბილი სიტყვების მხმობელს“ უწოდებდა და გვერდში უყენებდა XII საუკუნის ქართველ კლასიკოსებს.