ნაოჭები (არქიტექტურა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნაოჭები

ნაოჭები — (ინგლ. folds), თხელკედლიანი სივრცობრივი გარსის სახეობა. ფორმა, წარმოქმნილი ბრტყელი ელემენტებისგან, XX საუკუნის გამოგონებაა. ნაოჭისებრი ხურვა შედგება მთელი რიგი ერთმანეთთან შეერთებული ბრტყელი ელემენტისაგან. მათი გეომეტრიული ფორმა განსხვავებულია: ხერხისმაგვარი, ტრაპეციისმაგვარი და ა. შ. ნაოჭები მუშაობენ სიბრტყითი გაანგარიშების სქემის მიხედვით, როგორიცაა კოჭისებრი, თაღოვანი და ა. შ. ნაოჭებს შეუძლიათ გადახურონ სხვადასხვა გეგმები: სწორკუთხოვანი, ტრაპეციისმაგვარი, წრისებრი — პარალელური ნაოჭებით, რომლებიც ერთიმეორეში იჭრება და ა. შ. ნაოჭის ბრტყელი ელემენტის სისქე — უდრის მალის 1/200-ს, ხოლო სიმაღლე–მალის 1/10-ს.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები