ნარანდით შეუღლება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნარანდით შეუღლება – ფიცრების ან ძელების შემჭიდროება ნაწიბურებით, როდესაც ფიცრის (ძელის) ერთ ნაწიბურზე სისქის შუაში ამოღებულია ღარი (ნარანდი), ხოლო მეორე ნაწიბურზე გამონაშვერი, რომლებიც აწყობის დროს მჭიდროდ შედის ერთმანეთში და ქმნის შეერთებას. ასეთ შეერთებებს იყენებენ ფენილების მოსაწყობად, რათა ფიცრებმა (ძელებმა) ღუნვაზე ერთობლივად იმუშაოს და იმავე დროს სახურავში არ ჩამოცვივდეს მათბუნებელლად გამოყენებული წიდის ნაფხვენები ან მინერალური ბამბის ბოჭკოები.