ნარვის სამოკავშირეო ხელშეკრულება 1704

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნარვის სამოკავშირეო ხელშეკრულება 1704 – (შვედეთის წინააღმდეგ ერთობლივი ომის შესახებ), ხელი მოაწერეს რუსეთმა და „რეჩ პოსპოლიტამ“ 1930).VIII ნარეაში ჩრდილოეთის ომის (1700-21) დროს. ხელშეკრულების დადებას წინ უსწრებდა რთული დიპლომატიური ბრძოლა. პეტრე I, რომელიც ემზადებოდა შვედეთთან ომის გასაგრძელებლად, ცდილობდა ჩრდილოეთის კავშირის განმტკიცებას და გაფართოებას, კერძოდ, მასში პოლონეთის შეყვანას. თავის მხრივ, შვედეთის მეფემ კარლ -XII-მ ყველა ღონე იხმარა, რათა პოლონეთი თავის მოკავშირედ ექცია. 1702 შვედეთის არმია პოლონეთში შეიჭრა. პოლონეთის მეფე ავგუსტ III დაამხეს და ტახტზე ავიდა შვედების მიერ წარდგენილი სტანისლავ ლეშჩინსკი, ამან პოლონეთის შლიახტის უკმაყოფილება გამოიწვია. ვარშავაში რუსეთის დესპანი გ. ფ. დოლგორუკოვი შეეცადა, დაეთანხმებინა პოლონელი თავადები რუსეთთან კავშირზე. 1703 წლის აგვისტოში ლიტვის დიდი სათავადოს ელჩებმა და ე. ა. გოლოვინმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, ლიტვამ იკისრა, მხარი დაეჭირა ავგუსტ III-თვის. 1704 წლის ივლის-აგეისტოში რუსეთს ჯარებმა აიღეს დერპტი (თანამედროვე ტარტუ) და ნარეა, რამაც საბოლოოდ დაარწმუნა პოლონელები რუსეთთან კავშირის აუცილებლობაში. ხელშეკრულების თანახმად, მხარეებმა იკისრეს, ებრძოლათ საერთო მტრის – შვედეთის მეფის წინააღმდეგ ხმელეთსა და ზღვაზე, არ დაედოთ მასთან სეპარატული ხელშეკრულებები. კაზაკთა პოლკოვნიკ პალეის უნდა დაებრუნებინა პოლონეთისათვის კაზაკების მიერ წართმეული ქალაქები და სიმაგრეები. პეტრე I-მა გაუგზავნა ავგუსტ III-ს 12-ათასიანი ჯარი და გამოყო 200 ათასი რუბლი პოლონეთის არმიის შესანახად. ასეთივე თანხას დაპირდა მეფე პოლონეთს ყოველწლიურად, ომის დამთავრებამდე. ხელშეკრულების მეშვეობით რუსეთმა შეძლო, მოეკრიბა ძალები შვედების არმიასთან გადამწყვეტი შეტაკებისათვის.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები