ნარიანი ჩაქუჩი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნარიანი ჩაქუჩიჩაქუჩის ერთ-ერთი სახეობა. ასეთი ჩაქუჩის ერთი მხარე მრგვალთავიანი იყო, მეორე – წაკვეთილი, ბრტყელპირიანი. ამ სახელწოდებაში მსაზღვრელი „ნარიანი” „ნარიკის” ფორმით ძველი ტერმინი ჩანს. იგი ძველ ქართველ ლექსიკოგრაფებს - სულხან საბა ორბელიანსა და ნიკო ჩუბინაშვილს აქვთ მოხსენიებული. მათ მიერ „ნარიკი” განმარტებულია, როგორც „რკინის კვერის წვრილი თავი”. „კვერი”, ასევე, ჩაქუჩის უძველესი სახელწოდება იყო. ჩაქუჩის მეორე მხარე რკინის სიგრძე-სიგანით გასაწევად, ხალხური ტერმინოლოგიით – „გასატკეცად და დასანაყად” ეფექტურად გამოიყენებოდა



ლიტერატურა

კახიძე, 2004:23

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები