ნარშავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Narshavi.PNG

ნარშავი - Carduus seminudus M. Bieb.

ნარშავი რთულყვავილოვანთა ოჯახს ეკუთვნის. საქართველოში ფართოდაა გავრცელებული. ჩვეულებრივ, გზის პირებში, ნაჩხატებში, ბუჩქნარებში, ხშირად ბაღებშიც ამოყოფს ხოლმე თავს. საქართველოში გავრცელებული ნარშავის სახეობები განსხვავდება კალათის ზომით, საბურველის ფოთლების თავისებურებით, სიცოცხლის ხანგრძლივობით. ყველა სახეობა სარეველაა.

ღერო უმეტესად 30-60 სმ სიმაღლისაა, ზოგჯერ უფრო მაღალი, დატოტვილი, ხანდახან მარტივი. ღერო აბლაბუდასებრი მოთეთრო ბეწვით არის მოფენილი, ალაგ-ალაგ ეკლიანი ფრთებიც აქვს. ფოთლები მოყვანილობით ლანცეტისებრია, ამოკვეთილ-დაკბილული ან ფრთისებრ დანაკვთული, კიდე-ეკლიანი. ისინიც თეთრი ბეწვითაა დაფარული.

ყვავილობა მაისში იწყება და ივნისის ბოლომდე გრძელდება. ყვავილები საერთო ყვავილსაჯდომზე მჭიდროდააგანლაგებული, კალათებად შეკრული. კალათები 1-1,2 სმ სიგანისაა, გრძელ და წვრილ ტოტებზეა თითო-თითოდ განლაგებული და ირგვლივ ეკლიანი საბურვლის ფოთლებით შემოხვეული. ყველა ყვავილი მილისებრია, მეტწილად წითელი ან ვარდისფერი. თუ კალათას შუაზე გავხლეჩთ, დავინახავთ, რომ თითოეული ყვავილის გვირგვინის ქვეშ ნასკვია და ამ უკანასკნელის თავზე გრძელი ბეწვებია განვითარებული — ეს სახეშეცვლილი ჯამია, რომელიც ნასკვიდან განვითარებულ ნაყოფზე რჩება და მის გავრცელებას უწყობს ხელს.



წყარო

ჩვენი ტყისა და მინდვრის ყვავილები ხეები და ბუჩქები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები