ნასაუს თათბირი 1962
ნასაუს თათბირი 1962 – (აშშ-ის პრეზიდენტ ჯ. ფ. კენედისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ მ. ჰ. მაკმილანს შორის), ჩატარდა 18-21-XII ნასაუში (ბაჰამის კუნძულები). მოლაპარაკებაზე ცენტრალური ადგილი დაეთმო აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის ბირთვულ სუეროში თანამშრომლობის საკითხის განხილვას. თათბირამდე ცოტა ხნით ადრე ამერიკის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება „სკაიბოლტის“ ტიპის რაკეტების შექმნასთან დაკავშირებული საქმიანობის შეწყვეტის შესახებ, რომელიც უნდა გამხდარიყო ბრიტანეთის ბირთვული ძალების საფუძველი. მოლაპარაკების შედეგად მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებდა დიდი ბრიტანეთისათვის „პოლარისის“ ტიპის რაკეტების მიწოდებას (ბირთვული ქობინის გარეშე), ბრიტანეთის მიერ ატომური წყალქვეშა ხომალდების მშენებლობას, ნატოს სარდლობისთვის აშშ-ის, ბრიტანეთის და ბლოკის სხვა ქვეყნების ბომბდამშენი ავიაციის დაქვემდებარებას, ასევე ნატოს ე.წ- „მრავალმხრივი ბირთვული ძალების“ შექმნას, ნასაუში მიღწეული შეთანხმების შედეგად გამწვავდა ურთიერთობა აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის, რაც საფრანგეთის პრეზიდენტის, შ. დე გოდოს გადაწყვეტილების უშუალო მიზეზად იქცა. რომლის თანახმადაც საფრანგეთმა შეწყვიტა მოლაპარაკება დიდ ბრიტანეთთან ამ უკანასკნელის ევროპის ეკონომიკურ თანამეგობრობაში შესვლასთან დაკავშირებით.