ნასოფლარი ნატუსები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნასოფლარი ნატუსები - არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს სოფელ გლდანის ჩრდილო-დასავლეთით 6 კმ-ზე, ჯვარას ხევის მარჯვენა ნაპირზე. ნასოფლარი ამჟამად ტყითაა დაფარული. შეიმჩნევა ნასახლარი ბუდეები (6X5 მ; 5X4 მ და ა.შ.). აიკრიფა ფეოდალური ხანის თიხის ჭურჭლის ნატეხები.