ნატახტრის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნატახტრის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნატახტრის ცენტრში, აგებულია XIX საუკუნის მეორე ნახევარში.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (12,9 X 7,5 მ), ნაგებია აგურით. შესასვლელი დასავლეთიდანაა. სწორკუთხა საკურთხეველში ერთი სარკმელია. საკურთხევლის წინ არდაბაგია. დარბაზის გრძივ კედლებზე სამ-სამი ფართო სწორკუთხა სარკმელი და წყვილი პილასტრია. პილასტრებს კამარის საბჯენი თაღები ეყრდნობა. განივი კედლები დასრულებულია კუთხის პილასტრებზე დაყრდნობილი საბჯენი თაღით. ფასადებზე პილასტრები ხაზგასმულია აგურის წყობაში ამოყვანილი მაღალი, ვიწრო ნიშებით. პილასტრების ორსაფეხურიანი კაპიტელები გაერთიანებულია სარტყლით. სარტყლებს აგურის საპირე აქვს. ეკლესიის თაღოვან კარიბჭეზე დაშენებულია სამრეკლო.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები