ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების სტრატეგიული სარდლობის სარდალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების სტრატეგიული სარდლობის სარდალი - ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების სამხედრო სარდლობის სტრუქტურის I რგოლის სარდალი, რომელიც პასუხისმგებელია სარდლობის საერთო ფუნქციების შესრულებაზე, დაგეგმვაზე, ჩრდილოატლანტიკური კავშირის ყველა სამხედრო საქმიანობის (მოღვაწეობის) ხელმძღვანელობასა და წარმოებაზე მისთვის დანიშნულ პასუხისმგებლობის ზონაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

თავისი უფლებამოსილების ჩარჩოებში სარდალი აგრეთვე პასუხისმგებელია ინფრასტრუქტურის განვითარებასა და შენახვაზე. არსებობს ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების სტრატეგიული სარდლობის ორი სარდალი. ევროპაში ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი და ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი ატლანტიკაზე.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები