ნატოს ქვეყნების დაზვერვის სამსახურები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნატოს ქვეყნების დაზვერვის სამსახურები - სპეციალური სამსახურები (დაწესებულებები, უწყებები), რომლებიც ახორციელებენ სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო საქმიანობას. ყველაზე განშტოებული სადაზვერვო სამსახურები აქვს აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიას.

აშშ-ში ნატოს ქვეყნების დაზვერვის სამსახურები მოიცავს: ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს, სამხედრო დაზვერვას (თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველო, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო, საჰაერო-კოსმოსური დაზვერვის ეროვნული სამმართველო, სახეობების დაზვერვისა და კარტოგრაფიის ეროვნული სამმართველო, შეიარაღებული ძალების სახეობებისა და გაერთიანებული სარდლობების დაზვერვის ორგანოები), ფედერალური გამოძიების ბიუროს (ფგბ), სახელმწიფო დეპარტმენტის, ფინანსთა და ენერგეტიკის სამინისტროს სადაზვერვო ორგანოებს. ისინი შედიან „სადაზვერვო გაერთიანებებში”, რომლებსაც სათავეში უდგას ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი.

დიდ ბრიტანეთში ე.წ. „სადაზვერვო ალიანსში” შედის: სამთავრობო კავშირგაბმულობის შტაბ-ბინა, ინტელიჯენს სერვისი, თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველო და უსაფრთხოების სამსახური (მი-5). მათი საქმიანობის კოორდინაციას ახორციელებს გაერთიანებული სადაზვერვო კომიტეტი პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით.

გერმანიაში დაზვერვას აწარმოებენ: ფედერალური სადაზვერვო სამსახური, ბუნდესვერის მთავარი შტაბის სადაზვერვო სამმართველო და კონსტიტუციის დაცვის ფედერალური უწყების დაზვერვის ორგანოები. სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციას ბლოკის ინტერესებისათვის ახორციელებენ ნატოს სადაზვერვო ორგანოები.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები