ნატურალური სკოლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ნატურალური სკოლა“ – ლიტერატურული მიმდინარეობას XIX საუკუნის 30-40-იანი წლების რუსულ მწერლობაში. სახელწოდება „ნატურალური სკოლა“ პირველად დაცინვით გამოიყენა ფ. ვ. ბულგარინმა ნ. ვ. გოგოლის ახალგაზრდა მიმდევრების შემოქმედების აღწერისას.

ფ. მ. დოსტოევსკი, ი. ა. გონჩაროვი და ნ. ა. ნეკრასოვი შემოქმედებითი მოღვაწეობის სხვადასხვა ეტაპზე გატაცებულნი იყვნენ „ნატურალური სკოლის“ იდეებით. რომელიც ხასიათდება რეალობის, განსაკუთრებით დაბალი ფენის, ზუსტი, ობიექტური ასახვის სურვილით და სოციალური მანკიერებების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით. „ნატურალური სკოლის“ მთავარი იდეოლოგი იყო ვ. გ. ბელინსკი, რომელმაც დაამკვიდრა რუსული კრიტიკული რეალიზმი (ეს უკანასკნელი ცნება მაშინ არ არსებობდა, შემდეგ წარმოიშვა).


წყარო

ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები