ნაქალაქევი (კურორტი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნაქალაქევი – საკურორტო ადგილი ასპინძის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს, დაბა ასპინძიდან სამხრეთით 54 კმ მანძილზე. კლიმატი საშუალო მთის ტიპისაა. ზამთარი რბილი (იანვრის საშუალო ტემპერატურა – -2.20C) და მცირეთოვლიანი, ზაფხული თბილი (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა – +20.30 C) და ზომიერად მშრალი. ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობაა 400-600 მმ. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია თერმული მინერალური წყარო.