ნაღველა (Gentiana pyrenaica L.)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნაღველა (Gentiana pyrenaica L.)

ნაღველა – (Gentiana pyrenaica L.); ოჯახი: ნაღველასებრნი (Gentianaceae). პატარა ზომის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ქმნის მეჩხერ კორდებს. ღერო სქლადაა შეფოთლილი ფოთლები ხაზურ-ლანცეტაა. კრამიტისებურად განლაგებული. ყვავილები მარტოულია, კენწრული, დიდი ზომისანი გვირგვინი მუქი ლურჯი ფერისაა. გვირგვინს მეორადი ნაკვეთები აქვს, რომლებიც მთლიანია. დაკბილული ყვ. ნაყ. VI-VII (VIII-IX). მაღალმთის მცენარეა. იზრდება მარცვლოვან და ძიგვიან ფორმაციებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია სუბალპურ და ალპურ სარტყლებში. საქართველოში საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული.






წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები