ნაღველა (Gentiana septemfida Pall.)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნაღველა (Gentiana septemfida Pall.)

ნაღველა – (Gentiana septemfida Pall.); ოჯახი: ნაღველასებრნი (Gentianaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. მცენარე შიშველია, ღერო – 2-6. წამოწეული, იშვიათად – სწორი ან მწოლარე. სიმაღლე – 10-50 სმ. მთელი ღერო უხვად არის შეფოთლილი. ფოთლები ფართო-ლანცეტა ან კვერცხისებურია. ზედა ფოთლები ზოგჯერ ყვავილებზეა გარშემოვლებული ყვავილი 2-ზე მეტია, ყვავილედი მკვრივი თავაკია. გვირგვინი მუქი ლურჯია, მეორადი ნაკვთები ფოჩიანია. ყვ. ნაყ. VII-X. მაღალმთის მცენარეა, იზრდება გაძოვილ ადგილებში. მისი ნახვა შესაძლებელია კახეთის კავკასიონსა და თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე. ცნობილია მთელ საქართველოში.







წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები