ნაღმსატყორცნის გასროლა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნაღმსატყორცნის გასროლა - საბრძოლო მასალა ნაღმსატყორცნიდან სროლისთვის. შედგება საარტილერიო ნაღმისგან, ძირითადი (აალების) და დამატებითი სატყორცნი მუხტებისგან. ძირითადი მუხტი იდება ქაღალდის მასრაში და კაფსულ-ამგზნებით თავსდება სტაბილიზატორის მილში, დამატებითი კი ეცმება ამ მილზე.
ნაღმსატყორცნის გასროლა შეიძლება იყოს: საბრძოლო, სპეციალური (საკვამლე, სააგიტაციო და სხვა) და დამხმარე (სასწავლო, პრაქტიკული და სხვა).