ნაღმსაძებნი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნაღმსაძებნი - გრუნტში, თოვლში და წყალქვეშ დამალული ნაღმების აღმოსაჩენი ხელსაწყო.
ცნობილია: ინდუქციური ნაღმსაძებნი, რომელიც რეაგირებს ნაღმის ფერომაგნიტურ დეტალებზე. ასევე რადიოსიხშირული, რომელიც აღმოაჩენს როგორც ლითონის, ისე არალითონის დეტალებს; გადასატანი და ჩა- შენებული კიდული მოწყობილობის სახით დამონტაჟებული, მაგალითად, ავტომობილის ბამპერზე.
აფეთქებასაშიში მოწყობილობის ძებნის საშუალებებს განეკუთვნება აგრეთვე: ასაფეთქებელი ნივთიერებების საძებნები, რომლებიც მათ აღმოაჩენენ მაღალმგრძნობიარე გაზანალიზატორების მეშვეობით; ელექტრონული სტეტოსკოპები საათის მექანიზმის სვლის მოსასმენად; ოპტიკურ-ელექტრონული ხელსაწყოები და სხვა.