ნაყალი და ყესეხანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნაყალი და ყესეხანი – (სპარს.) მთხრობელი და მთხრობელობა, მეზღაპრეობა.

ნაყალი – თხრობის თეატრი; სათავეს იღებს ირანული „ათას ერთი ღამიდან“. ირანში მთხრობელობის წარმოშობის ზუსტი თარიღი უცნობია. ზოგი ერთ წყაროზე დაყრდნობით, მისი აღმოცენება ისლამიზაციის (VII ს.), ხოლო ფართო გავრცელება სეფევიდების მმართველობის პერიოდში (1502-1722) უნდა მომხდარიყო. წყაროებს ამ დროის მთხრობელთა გვარებიც შემოუნახავს (მაგ., მოლამოუმენი, იექესავარდი, მოლაბხოდი ჯენაბადი, ჰოსეი-ნასიბუკი, მოყიშაიე ზარქეში, მირზამო-ჰამადი, მირზაჰირი, მოულანაჰედარ ყესე ხანი, მულანა მოჰამად ხორშილ ესფაჰანი, მულანა ფათაჰა და სხვ.).

სეფეველების დროს არსებობდა მთხრობელთა რამდენიმე სახეობა: იერიშის მთხრობელობა, წყაროთმთხრობელობა, მოწამეობრიობის მთხრობელობა, სახლთუხუცესმთხრობელობა და აგრეთვე მთხრობელობა რელიგიურ თემებზე. საყალი ხშირად საზის ჰანგების თანხლებით სრულდებოდა. მთხრობელთა, აშიკთა (აშეყ – სატრფიალო მთხრობელი) და მიჯნურთა თავშეყრის საუკეთესო ადგილი ყავახანები იყო. მთხრობელი დიდად პოპულარული იყო ხალხში. ნაყალები ამბავს არტისტული მიხრა-მოხრით, მეტყველი მზერით და ინტონაციური მრავალფეროვნებით ჰყვებოდნენ. ისინი ენამახვილობით, მჭერმეტყველებით, ტკბილმოუბრობით აჯადოებდნენ მაყურებელს. მაყურებელთა დიდ ინტერესს იწვევდა ფრაგმენტების თხრობა მე-10 ს. სპარსელი პოეტის, ფირდოუსის „შაჰნამე“-დან.

წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები