ნაშჩოკინი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნაშჩოკინი – ბორის გოდუნოვის ელჩი კახეთში. 1598 ალექსანდრე II კახთა მეფემ რუსეთში ელჩობა გაგზავნა, კახეთის მეფე რუსეთს სთხოვდა საშამხლოს დაპყრობას, რათა გახსნილიყო თერგ-კახეთის გზა. ქართველი ელჩები კახეთში დაბრუნდნენ 1601 წლის 1 ივლისს. მათ თან ჩამოჰყვნენ რუსეთის ახალი მეფის ბორის გოდუნოვის ელჩები ნაშჩოკინი და ლეონტიევი. რუს ელჩებს კახეთში ვითარება შეცვლილი დახვდათ. 1601 ალექსანდრე II-ის ვაჟმა დავითმა აიძულა მამა, ტახტიდან გადამდგარიყო და თვითონ გამეფდა. ალექსანდრე II ბერად აღიკვეცა. რესი ელჩები ახალმა მეფემ, დავითმა მიიღო. ელჩებმა დავითს აცნობეს ბორის გოდუნოვის დაპირება საშამხლოზე გალაშქრების შესახებ, რუსი ელჩების მოთხოვნით დავითს მეფემ, მისმა ვაჟმა თეიმურაზმა და შემონაზვნებულმა ალექსანდრემ ბორის გოდუნოვის ერთგულების ფიცი მიიღეს. რუსმა ელჩებმა კახეთი დატოვეს 1603 წლის ივნისში.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები