ნაცარა მურყანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნაცარა მურყანი

ნაცარა მურყანი – (Alnus incana [L.] Moench.); ოჯახი: თხილისებრნი (Corylaceae). 15-18 მ სიმაღლის ხეა, გლუვი, რუხი ფერის ქერქით. ფოთლის ფირფიტა 7-11 სმ სიგრძისაა და 5-8 სმ სიგანის. მოყვანილობით – ოვალური. მახვილწვეტიანი ან წაწვეტებული, კიდეზე ორმაგხერხკბილა. ნორჩი ფოთლები შებუსულია. მოგვიანებით ზედა მხარე გლუვი და მუქი მწვანე ხდება, ქვედა ნაწილიც შებუსულია მოლეგო ხაოიანი ბეწვით. ფოთლის ყუნწი 1.5-3 სმ სიგრძისაა, შებუსული. ყვ. III-IV; ნაყ. VIII-X. კახეთში ფართოდაა გავრცელებული ზღვის დონიდან 900 მ-დან ტყის თითქმის ზედა სარტყლამდე. ამ არეალში ის ანაცვლებს ჩვეულებრივ მურყანს (Alnus barbata). გავრცელებულია თითქმის მთელ ტყიან საქართველოში. მისი ნახვა შესაძლებელია თელავის მიდამოებში.

მურყანის ფოთოლი და ნაყოფი

მთებში შეიძლება გავრცელდეს დაახლოებით 1,500 მ. სიმაღლემდე. იზრდება ტენიან ნიადაგზე, ნესტიან ტყეებში, მდინარეების ნაპირებზე, ჭაობების განაპირა ადგილებზე. ძველი ფესვების ლპობის შედეგად ამონაყარი შეიძლება დამოუკიდებელი გახდეს და გააგრძელოს სიმაღლეში ზრდა. ამ გზით მურყანი ვრცელდება ახალ უბნებზე, რომლებიც არ არის დაკავებული ნაძვისა და სხვა სახეობების მოზარდი ხეებით და არ არის დაჩრდილული სხვა ხეების ხშირი ვარჯებით. მისი დარგვა სხვა სახეობებთან ერთად აჩქარებს ამ უკანასკნელთა ზრდას.

დარგვის დრო

დარგვა ხდება იმ პერიოდში, როცა ნერგი მოსვენების ფაზაში. მცენარის მოსვენების პერიოდი იწყება შემოდგომაზე, ჩვეულებრივ, ფოთოლცვენის დროს (ოქტომბერი) და მთავრდება გაზაფხულზე (თებერვალი-მარტი). ეს არის ფიზიოლოგიური პროცესი. როდესაც მცენარეში წვენის მოძრაობა ჩერდება.

წიფლის, მურყანისა და მისთანათა (ფოთლოვნები) ნერგების დასარგავად ოპტიმალური დრო შემოდგომაა (ოქტომბერი).



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები