ნაცვალგება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნაცვალგება − სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების საყოველთაოდ აღიარებული პრინციპი, რომლის თანახმად სახელმწიფოებმა თავიანთი ურთიერთობები უნდა განავითარონ ურთიერთსარგებლობისა და თანასწორობის საფუძველზე, მხარეთა კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, განსაკუთრებით საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროების უზრუნველყოფის საკითხებში, ნაცვალგების საფუძველზე სახელმწიფომ შეიძლება მიიღოს სხვა სახელმწიფოს მხრიდან რაიმე აქციის საპასუხო ზომები, თუმცა მისი პრინციპის გამოყენება დაუშვებელია, თუ საპასუხო ქმედება დაკავშირებულია საერთაშორისო-სამართლებრივი ნორმების დარღვევასთან.