ნაციონალური რეჟიმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნაციონალური რეჟიმი – სამართლებრივი რეჟიმის სახე, რომელიც ვრცელდება მოცემული სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფ სხვა ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე. ნაციონალური რეჟიმი ითვალისწინებს მოცემული პირებისათვის იმ უფლებებისა და პრივილეგიების მინიჭებას, რომლებითაც სარგებლობენ შესაბამისი სახელმწიფოს საკუთარი ფიზიკური და იურიდიული პირები. ეს ეხება ასევე მათ, ვალდებულებებსაც. ნაციონალური რეჟიმის მინიჭება ხდება როგორც ცალმხრივად, ასევე ნაცვალგების საფუძველზე. ნაციონალური რეჟიმის ცალმხრივი წესით მინიჭების დროს კანონმდებლობა შეიძლება ითვალისწინებდეს საპასუხო შეზღუდვების შემოღების შესაძლებლობას იმ სახელმწიფოთა მოქალაქეების მიმართ, სადაც იზღუდება მოცემული სახელმწიფოს მოქალაქეთა უფლებები, ნაციონალური რეჟიმი შეიძლება იყოს შეუზღუდავი და შეზღუდული. შეუვიდოდა რეჟიმის მინიჭების შემთხვევები უცხოეთის ფიზიკური პირებისათვის იშვიათია. აქ იგულისხმება პოლიტიკური უფლებები, მაგალითად, საარჩევნო უფლება, რაც, როგორც წესი, უცხოელს არ ენიჭება, თუმცა არც საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება. არსებობს საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების პრაქტიკა, რომელიც ითვალისწინებს ნაციონალური რეჟიმის მინიჭებას ცალკეულ კონკრეტულ სფეროებში, მაგალითად, ხელშეკრულებას სამართლებრივი დახმარების შესახებ (უცხოელი მოქალაქეებისა და იურიდიული პირების სასამართლოში თავისუფალი დაშვება, გირაოსაგან განთავისუფლება სასამართლო ხარჯების უზრუნველყოფაში და ა.შ.). სოციალური უზრუნველყოფის შესახებ ვაჭრობისა და ნაოსნობის შესახებ და ა. შ.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები