ნაძვის დიდი ლაფანჭამია
ნაძვის დიდი ლაფანჭამია – (Dendroctonusmicans) – ნაძვის მავნებელი, რომელიც განსაკუთრებით ფართოდ გავრცელდა ბორჯომის ხეობის წიწვიან ტყეებში XX საუკუნის II ნახევარში. მან დიდი ზიანი მიაყენა ბორჯომის ხეობის და საერთოდ, საქართველოს ნაძვნარებს. მავნებლის წინააღმდეგ გამოიყენეს მისი ბუნებრივი მტერი, ენტომოფაგი – დიდი რიზოფაგუსი (Rhizophagusgrandis), რომელიც შემოიყვანეს ჩეხოსლოვაკიიდან. ლაფანჭამიით დასახლებულ კორომებში მისი ჩასახლებით მავნებლის რიცხოვნობა მავნეობის ზღვარს დაბლა დაეცა. ბორჯომის ხეობაში 2008 წლის ხანძრის შედეგად განადგურდა ნაძვის დიდი ლაფანჭამია და მისი ბუნებრივი მტერი რიზოფაგუსიც. როგორც ფიქრობენ, მოსალოდნელია ნაძვის დიდი ლაფანჭამიის კვლავ მასობრივი გამრავლება, ხოლო რიზოფაგუსს, როგორც არააბორიგენულ არსებას, გამრავლების არასახარბიელო პირობები გააჩნია.