ნაწილიანი ცხენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნაწილიანი ცხენი − ყოფილი ბახტური, დიდი მეომარი კაცი, ბრმას ეძახდნენ, ალბათ ცალთვალა თუ იყო. ამ ბრმა ბახტურს ნაწილიანი ცხენი ჰყოლია, გულთმისანი. თურმე ჯარი რომ სადმე ჩამოდგებოდა თუშეთს და ომის ხმა გავარდებოდა, ბახტურის ცხენი გაიგებდა, აჭიხვინდებოდა და ტოტის ცემას მოყვებოდა. ბახტურმაც უკვე იცოდა, რომ სადღაც ომია, შეჯდებოდა ცხენზე, ნებაზე მიუშვებდა და ცხენი თავად მიიყვანდა ბრძოლის ადგილზე.

ერთხელაც წამოწოლილი ყოფილა ეს ბახტური და სძინებია. ცხენიც იქვე ჰყავს. ამ დროს ხისოში დიდოელების ჯარი ჩამომდგარა. გაუგია ცხენს და დაუწყია ჭიხვინი, ტოტის ცემა, მაგრამ პატრონს არა და არ გაღვიძებია. მერე მისულა ეს ცხენი და ფეხის თითზე უკბენია პატრონისთვის. გაღვიძებია ბახტურს და „,შე ოხერო ცხენო, რა იმ გინდაო“, შემჯდარა და მიუშვია ნებაზე. გაჭენებულა ცხენი. ბუხურთის იქით რომ გასულა, გამალებულს ვეღარ მოუხვევია და პირდაპირ ღრმა ხევზე გადაფრენილა.

ამბობენ, ისევ ეტყობა კლდეზე ცხენის ნალის დანაკრავიო. ახლაც ამ ადგილს „ბახტურ-ცხენ-განაფრინდომს“ (ბახტურის ცხენის გადანახტომს) ეძახიან ბუხურულნი.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები