ნაჭყებია გურამ
გურამ ნაჭყებია – (1940-2017), იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი (1999), საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1999), დაიბადა სოფელ კურზუში (მარტვილის რაიონი). 1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ხოლო 1975 წელს - ასპირანტურა სისხლის სამართლის სპეციალობით. 1976-1977 წლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანაშემწეა. I977 წლის აპრილიდან დღემდე მუშაობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის კათედრაზე ჯერ დოცენტად, ხოლო შემდეგ - პროფესორად. 1998 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამეცნიერო და სადისერტაციო საბჭოების წევრი.
გამოქვეყნებული აქვს 45-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომელთა უმეტესობა სისხლის სამართლის ფილოსოფიისა და სისხლის სამართლის მეცნიერების მეთოდოლოგიურ პრობლემებს ეძღვნება.
თხზულებები
- „სისხლის სამართლის საგანი“ (თბილისი, 1997);
- „სისხლის სამართლის მეცნიერების საგანი“ (თბილისი, 1978);
- „ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციის ზოგადი თეორიის შესავალი“ (თბილისი, 2000);
- „ბრალი, როგორც სოციალური ფილოსოფიის კატეგორია“ (თბილისი, 2001);
- „სისხლის სამართლებრივი ურთიერთობა და დანაშაულის ცნება.“ ლექციების კურსი (თბილისი, 2002);
- „Психологизм и нормативизм в науке уголовного права“ (Тбилиси, 2000).