ნახშირბადის ჩალიჩი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნახშირბადის ჩალიჩი

ნახშირბადის ჩალიჩიკომპოზიტური მასალის ერთ-ერთი საფუძველი, რომელიც მიიღება ვისკოზას ტექნიკური გადაუხლართავი ძაფების ჩალიჩის კარბონიზაციითა და გრაფიტიზაციით. მასში ნახშირბადის შემცველობაა 90-99,9% დამუშავების ტემპერატურაზე დამოკიდებულებით. ნახშირბადის ბოჭკოს სიმკვრივე – 1300-1500 კგ/მ3. ცალკეული ბოჭკოების დიამეტრი – 4-10 მკმ; თბომდგრადობა ინერტულ გარემოში 3000°C-მდე (თერმოდამუშავება 2200°C); თერმომდგრადობა მჟავე გარემოში 400-500°C (თერმოდამუშავება 2200°C); სიმტკიცე – 500-1000 მპა; დრეკადობის მოდული – 60 000 მპა. ქიმიურად მდგრადია მჟავების, ტუტეების, გამხსნელების მიმართ. ახასიათებს მაღალი ადჰეზიური თვისებები სხვადასხვა ფისების მიმართ.




წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები