ნახშირბადპლასტიკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნახშირბადპლასტიკი (ნახშირბადკომპოზიტი; კარბონი, კარბონოპლასტი) – პოლიმერული კომპოზიტური მასალა, დაარმირებული ურთიერთგადახლართული ნახშირბადის ბოჭკოებისგან, რომლებიც განლაგებულია პოლიმერული ფისების (მაგ., ეპჟანგის) მატრიცაში. სიმკვრივე 1450-2000 კგ/მ3. გამოირჩევა მაღალი სიმტკიცით, სიხისტითა და მცირე მასით. კუთრი მახასიათებლებით ხშირად აჭარბებს მაღალი სიმტკიცის ფოლადს. გამოყენების სფეროა: ავია- და სარაკეტო-კოსმოსური ტექნიკა, გემთ- და მანქანათმშენებლობა, მშენებლობა (რკინაბეტონის კონსტრუქციების დამზადება და გაძლიერება), სასპორტო ინვენტარი, სამედიცინო ტექნიკა, პროთეზები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, მოდელირება, მუსიკალური ინსტრუმენტები და სხვ.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები