ნდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების ზომები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების ზომები - დებულება ინფორმაციის გაცვლაზე, რომელიც დაკავშირებულია მონაწილე ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან და სამხედრო საქმიანობასთან, მის შემოწმებასთან, აგრეთვე მონაწილე ქვეყნების თანამშრომლობის განსაზღვრული მექანიზმების განვითარებასთან სამხედრო საკითხებში ურთიერთნდობის და შეშფოთების მოხსნის მიზნით.

ნდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების ზომები მოიცავს:

1. სამხედრო ინფორმაციის ყოველწლიურ გაცვლას;
2. რისკის შემცირების ზომებს, კერძოდ, კონსულტაციების და თანამშრომლობის მექანიზმებს, დაკავშირებულს განსაკუთრებულ სამხედრო საქმიანობასთან;
3. სამხედრო კონტაქტების და თანამშრომლობის დებულებებს;
4. განსაზღვრული სახეობის სამხედრო საქმიანობის წინასწარ შეტყობინებას;
5. განსაზღვრული სახეობის სამხედრო საქმიანობის დაკვირვებას;
6. სამხედრო საქმიანობის სახეობების ყოველწლიური კალენდარული ჩამონათვალის გაცვლას;
7.სამხედრო მოღვაწეობის შეზღუდვების დებულებებს;
8. შეთანხმებების დაცვის და შემოწმების ზომებს;
9. დედაქალაქებს შორის პირდაპირი კავშირის ქსელებს;
10. სხვადასვა შეთანხმების რეალიზაციის შეფასებისთვის ყოველწლიურ შეხვედრებს;
11. ლოკალიზებულ კრიზისულ სიტუაციებში სტაბილიზაციის ზომებს;
12. იარაღის გადაცემის მარეგულირებელ პრინციპებს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები