ნევროტული არგენტოფილური ფოლაქი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნევროტული არგენტოფილური ფოლაქი - (neuritic argentophilic plaque), დამახასიათებელი ჰისტოპათოლოგიური ცვლილება, აღმოჩენილი ალცჰაიმერის დაავადების მქონე ადამიანის თავის ტვინში; მისი დანახვა შესაძლებელია მიკროსკოპიით, ვერცხლით იმპრეგნაციის მეთოდით შეღებილ პრეპარატებზე ფოლაქი წარმოადგენს სფეროსმაგვარ წარმონაქმნს, დიამეტრით 5-200 μმ, რომლის ცენტრში განთავსებულია ამილოიდი, ხოლო პერიფერიაზე ღერძები – სავარაუდოდ, აქსონის დაბოლოებიდან წარმოქმნილი და გრანულები, მიკროგლიარული უჯრედები და ასტროციტები. ეს პათოლოგიური წარმონაქმნები უპირატესად განლაგებულია ჰიპოკამპში, ნუშისებრ ჯირკვალში და, უფრო იშვიათად – მეზენცეფალურ რუხ ნივთიერებაში. მათი რაოდენობა კორელირებს დემენციის გამოხატულების ხარისხთან
სინონიმი
სენილური ბალთა - senile plaque