ნეიბერი ფრიდერიკა კაროლინა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრიდერიკა კაროლინა ნეიბერი

ფრიდერიკა კაროლინა ნეიბერი − (გერმ, Friederike Caroline Neuber, 1697-1760), გერმანელი მსახიობი ქალი, თეატრალური მოღვაწე იყო მრავალმხრივი მსახიობი. თანაბარი სრულყოფილებით ასახიერებდა კომიკურ და ტრაგიკულ გმირებს. იყო ბრწყინვალე იმპროვიზატორი და ხშირად თვითონ თხზავდა სცენებს და სიტყვებს. რამდენჯერმე შექმნა თავისი დასი. ისწრაფვოდა გერმანული თეატრის რეფორმისაკენ, უარყოფდა ბაროკოს ქაოტურ სტილს და ამკვიდრებდა კლასიცისტურ პრინციპებს. მან უძრაობიდან გამოიყვანა გერმანული თეატრი, განუვითარა ლიტერატურული დრამის მოთხოვნილება, დაამკვიდრა სცენური გამომსახველობის ახალი ნორმები. უარყოფდა ბუნებრიობის აუცილებლობას და ყოფით კონკრეტულობას. რეპერტუარიდან განდევნა ფარსი და სახალხო კომედია.





წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები