ნეიროფიბრილარული გორგალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნეიროფიბრილარული გორგალი - (neurofbrillary tanges), ალცჰაიმერის დაავადების მქონე პაციენტების თავის ტვინში აღმოჩენილი ჰისტოპათოლოგიური ცვლილებები. მიკროსკოპული მორგვები გამოიყურება როგორც მარყუჟი ნეირონის ციტოპლაზმაში, შედგება წყვილი ფილამენტების „კვანძებისაგან“, დიამეტრით 10-13 ნმ. ეს ფილამენტები თანაბარი ინტერვალის დაშორებით სპირალურადაა დახვეული ერთიმეორეზე. ისინი შედგება ცილოვანი ფიბრილებისაგან. ბუნება იმ ბიოქიმიური ცვლილებებისა, რაც მათ წარმოქმნას იწვევს, საბოლოოდ დადგენილი არ არის.

ნეიროფიბრილარული გორგალი სპეციფიკური როდია ალცჰაიმერის დაავადებისათვის, ის აგრეთვე გვხვდება სხვა ტიპის დემენციის, დაუნის სინდრომის და პოსტენცეფალიტური პარკინსონიზმის დროს, ასევე, მცირე რაოდენობით – ტვინის ნორმალური დაბერებისას.

სინონიმი

ნეიროფიბრილარული ცვლილებები ალცჰაიმერის დაავადების დროს (Alzheimer neurofbrillary changes)




წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები