ნეიროფსიქოლოგიური გამოკვლევა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნეიროფსიქოლოგიური გამოკვლევა - არსებობს მრავალი ფსიქომეტრული ტესტი ნეიროფსიქოლოგიური ფუნქციების სხვადასხვა ასპექტის გასაზომად. მათი საშუალებით შეიძლება განისაზღვროს ზოგადი ინტელექტის დონე, მეხსიერების კონკრეტული სფეროები და ინფორმაციის გადამუშავების სისწრაფე. აგრეთვე, არსებობს ტესტები, რომლებითაც ხდება თავის ტვინის ცალკეული ნაწილის ფუნქციების შეფასება (Lezak et al., 2004). ფსიქიატრიაში ნეიროფსიქოლოგიური ტესტირება უპირატესად გამოიყენება (Grant and Adams, 1996; Powell, 2000):

  • დასწავლის დარღვევების (გონებრივი ჩამორჩენილობის) დროს. ასეთ შემთხვევაში მდგომარეობის სიმძიმე ინტელექტის კოეფიციენტით განისაზღვრება;
  • დემენციის დროს, როცა ტესტირებით იზომება კოგნიტური ფუნქციების გაუარესების ხარისხი;
  • როცა სავარაუდოა პრემორბიდული კოგნიტური ფუნქციონირების გაუარესება. ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია, იყოს განსხვავება ვერბალურსა და არავერბალურ ინტელექტს შორის;
  • დაავადების მიმდინარეობისას ნეიროფსიქოლოგიურ დეფიციტზე დინამიკაში დაკვირვებისთვის. ამ შემთხვევაში

ტესტირება განმეორებით ტარდება;

  • ფუნქციურად მნიშვნელოვანი დეფიციტის გამოსავლენად, რომელიც არ არის გამოხატული და ამიტომ შეიძლება უგულებელყოფილ იქნეს. მაგ., შიზოფრენიის დროს აღინიშნება მეხსიერებისა და ყურადღების დაქვეითება, რაც, პროგნოზული თვალსაზრისით, ცუდი მაჩვენებელია. მიუხედავად იმისა, რომ ნეიროფსიქოლოგიური ტესტირება, უპირველეს ყოვლისა, კვლევის იარაღს წარმოადგენს, მას შემდეგ, რაც მიღებული მონაცემები უფრო ზუსტი და გასაგები გახდება, იგი შეიძლება რუტინული კლინიკური შეფასების ნაწილად გადაიქცეს;
  • თუ სავარაუდოა ფსიქიკური აშლილობის ორგანული მიზეზი. ასეთ შემთხვევაში ტესტირების შედეგები

შეიძლება დაზიანების ლოკალიზაციაზე მიუთითებდეს. თუმცა, თავის ტვინის დაზიანების ლოკალიზაციის გამოსავლენად წარმოებული ნეიროფსიქოლოგიური ტესტირება ნეიროვიზუალურმა მეთოდებმა ჩაანაცვლა.


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები