ნეის საზავო ხელშეკრულება 1919
ნეის საზავო ხელშეკრულება 1919 (ანტანტის სახელმწიფოებსა და ბულგარეთს შორის) – ხელი მოაწერეს 27.XI ნეი-სიურხენში (პარიზის გარეუბანი), წარმოადგენდა ე.წ. „ვერსალის საზავო ხელშეკრულებათა სისტემის“ შემადგენელ ნაწილს. ხელშეკრულების თანახმად, ბულგარეთს ჩამოეჭრა II ათასი კვ. კმ ფართობის ტერიტორია, რუმინეთმა შეინარჩუნა სამხრეთ დობრუჯა და ბულგარელებით დასახლებული ტერიტორიის ნაწილი, რომლებიც მას გადაეცა ბუქარესტის ზავით 1913. სერბთა, ხორვატთა და სლოვენთა სამეფოს გადაეცა ბულგარელებით დასახლებული ოთხი ოლქი ბულგარეთის დასავლეთ საზღვარზე: დასავლეთ თრაკიის ნაწილი, რომელიც ბულგარეთს დარჩა 1913 ხელშეკრულებით, დროებით, გადავიდა „მთავარ მოკავშირე სახელმწიფოთა“ იურისდიქციაში (სევრის საზავო ხელშეკრულებით 1920 გადაეცა საბერძნეთს), ბულგარეთის სარეპარაციო ვალდებულებები განისაზღვრა 2250 მლნ ოქროს ფრანკით), რომელიც მას უნდა გადაეხადა 37 წლის განმავლობაში, დაწყებული I.VII.1920-დან. ბულგარეთის შეიარაღებული ძალები შეიზღუდა 20 ათასამდე, ქვეყანამ დაკარგა გასასვლელი ეგეოსის ზღვაზე (მოკავშირე სახელმწიფოებმა იკისრეს ზღვაზე მისი „ეკონომიკური გასასვლელის“ უზრუნველყოფა).