ნელქინძიანი და ნიგვზიანი ქაფშია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნელქინძიანი და ნიგვზიანი ქაფშია − თევზის კერძი.
წვრილად დაჭრილ ქაფშიას ქინძს, ნიორნარევ მარილში ჩანაყილ ნიგოზსა და პილპილს შეურევდნენ. მიღებულ ნაერთს გახურებულ კეცში ჩაფენილ კაკლის ხის ფოთლებზე დააკრავდნენ, კეცს სახურავს დაახურავდნენ და ნაკვერჩხლებს დააყრიდნენ. იგი ამ მდგომარეობაში შეწვამდე რჩებოდა.
ლიტერატურა
აბაშიძე, კომახიძე, 1998:117.