ნემატოდირუსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნემატოდირუსი – (Nematodirus; ბერძნ. nema, nematos ძაფი + ლათ. dirus საშინელი). ნემატოდების გვარი; მიეკუთვნება Trichostrongylidae-ს ოჯახს, Strongylata-ს ქვერაზმს.
Nematodirus filicollis (ლათ. filum ძაფი + collum კისერი) – სახეობა, პარაზიტობს მსხვილფეხა და წვრილფეხა მცოხნელი პირუტყვის, ირმების წვრილ ნაწლავებში;
N.spathiger (ბერძნ. spathe ფართო დანის პირი) – სახეობა, პარაზიტობს მსხვილფეხა და წვრილფეხა მცოხნელი პირუტყვის, სხვა მცოხნელთა წვრილ ნაწლავებში;
N.abnormalis (ლათ. ab დან + normalis მართალი) – სახეობა, პარაზიტობს მსხვილფეხა და წვრილფეხა მცოხნელი პირუტყვის, ასევე, გარეული მცოხნელების წვრილ ნაწლავებში.