ნემატოცერა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნემატოცერა – (Nematocera; ბერძნ. nema, nematos ძაფი + keras რქა), გრძელულვაშა ორფრთიანი მწერების ქვერაზმი, რომელიც აერთიანებს კოღოების (Culicidae), ქინქლების (Simuliidae), ოფების (Ceratopogonidae), პეპლურებისა (Psychodidae) და მოსკიტების (Phlebotomidae) ოჯახებს.