ნეოთომიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნეოთომიზმი – თომა აკვინელი ფილოსოფიის აღორძინება, რომელიც ცდილობს ქრისტიანული თეოლოგიისა და არისტოტელური ლოგიკის შერწყმას თანამედროვე აზროვნების მოთხოვნებთან. ნეოთომიზმი წარმოადგენს კათოლიკური ფილოსოფიის ცენტრალურ მიმდინარეობას, რომელიც პასუხობს ეპოქის სეკულარულ გამოწვევებს, რწმენისა და გონების ურთიერთდამოკიდებულებასა და ეთიკის პრობლემებს.

ნეოთომიზმი XIX საუკუნის მეორე ნახევარში გაჩნდა, როცა კათოლიკური ეკლესია ცდილობდა რეაგირებას განმანათლებლობის, მატერიალიზმისა და ლიბერალიზმის მზარდ გავლენაზე. 1879 წელს პაპმა ლეონ XIII ენციკლიკით Aeterni Patris ოფიციალურად გამოაცხადა თომა აკვინელის ფილოსოფია კათოლიკური თეოლოგიის საფუძვლად.

ნეოთომისტები თავიანთი მსოფლმხედველობის ქვაკუთხედად მიიჩნევენ 5 ძირითად იდეას:

1. გონება (ratio) და რწმენა (fides) არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს — ისინი შემავსებელი გზაა ჭეშმარიტებისაკენ;
2. ღმერთი არ არის უბრალოდ უმაღლესი არსება - ის არის სწორად განსაზღვრული, აუცილებელი და თავადვე ყოფიერება;
3. არსებობს უნივერსალური ზნეობრივი კანონი, რომელიც ღრმადაა ჩადებული ადამიანურ ბუნებაში და რწმენის გარეშეც შეიძლება მისი ამოცნობა;
4. სამყარო წყობილ სისტემად გვევლინება, სადაც არსებობის ყველა დონე მიზანმიმართულების პრინციპს ექვემდებარება. ყოველ არსებას აქვს თავისი მიზანი, რომლისკენაც ის მიილტვის.
5. ადამიანი შექმნილია ისე, რომ მისი ბუნება თავადვე უკარნახებს მას, რა არის მისი ჭეშმარიტი მიზანი: გონებრივი სრულყოფა და ღვთის შემეცნება.

ნეოთომიზმის უდიდეს წარმომადგენლებად მიჩნეული არიან: დ. მერსიე, ჟაკ მარიტენი, ეტიენ ჟილსონი, გარიგუ ლაგრანჟი.

წყარო

ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები