ნეოლოგიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნეოლოგიზმი – (ბერძ. neos ახალი და logos სიტყვა), ხალხის სასაუბრო მეტყველებასა და სამწერლო ენაში ახალი სიტყვების დამკვიდრება.

ნეოლოგიზმი არქაიზმის საპირისპირო მოვლენაა, იგი ჩნდება ძირითადად სოციალური წყობის შეცვლის, ახალი საწარმოო და კულტურული აღმავლობის, ხელოვნების, მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების შედეგად.

ნეოლოგიზმებს სალიტერატურო ენაში მწერლები ან თვით ქმნიან, ან ხალხის მეტყველებიდან აღებულ სიტყვებს ამკვიდრებენ უმეტესად ახალი მნიშვნელობით ან ნიუანსობრივი განსხვავებით. იგი მწერლობის ენის გამდიდრებისა და განვითარების ერთ-ერთი გამოხატულებაა. მაგალითად, ბევრი ახალი სიტყვა დაამკვიდრეს ქართულ სალიტერატურო ენაში ი. ჭავჭავაძემ და სხვა კლასიკოსებმა.


წყარო

ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები