ნეფერთემი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნეფერთემი(ეგვ.) „ყოვლადმშვენიერი“, ლოტოსის ღვთაება, ძე ფთახისა და ლომისსახიან ქალღმერთ სეხმეთისა, რომლებთანაც ერთად შეადგენს ქალაქ მემფისის პანთეონის ტრიადას; „ლოტოსის ყვავილი რაეს საყნოსელთან“ – ასე იწოდება იგი. თავზე მას ლოტოსის ყვავილის თავსარქველი ახურავს. ასეა იგი გამოსახული ქანდაკებებზე და მხატვრობაში.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები