ნიკიტინი ათანასე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ათანასე ნიკიტინი – (რუს. Афана́сий Ники́тин, XV ს.), რუსი მოგზაური, ქალაქ ტვერიდან, ვაჭარი.

მან იმოგზაურა ინდოეთში ევროპელებზე (პორტუგალიელებზე) 25 წლით ადრე. თავისი მოგზაურობა ამ ქვეყანაში ნიკიტინმა აღწერა თხზულებაში „მოგზაურობა სამი ზღვის იქით“. ეს თხზულება აღმოაჩინა ისტორიკოსმა ნ. მ. კარამზინმა. გამბედავმა ნიკიტინმა, მიუხედავად გზაში გავლილი გაჭირვებებისა, კასპიის ზღვით, ბაქოს გავლით, ირანს მიაღწია. გაიარა ამ ქვეყნის სამხრეთი ნაწილი და ინახულა ქალაქი ორმუზი („გურმიზი“), რომელმაც მასზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა თავის გაცხოველებული ვაჭრობით. ორმუზიდან ათანასე ნიკიტინი „წავიდა ინდოეთის ზღვის იქით“ („Пошол за море индийское“) და მიაღწია ინდოეთს, სადაც მან სამ წელიწადს იცხოვრა და, ბოლოს, დაბრუნდა უკან შავი ზღვის ნაპირებისაკენ, ირანსა და თურქეთზე გავლით. ათანასე ნიკიტინს არ დასცალდა სამშობლოში დაბრუნება, ის გარდაიცვალა გზაზე ქალაქ სმოლენსკთან ახლოს.


წყარო

გამოჩენილი გეოგრაფები და მოგზაურები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები