ნიკოლოზიშვილი ნიკოლოზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკოლოზიშვილი ნიკოლოზ

ნიკოლოზიშვილი ნიკოლოზ – (Nikolozishvili Nikoloz), ქართველი დიპლომატი, 1998-2004 წლები საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში, 2006-2011 წლები საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვაკეთის სლოვაკეთის რესპუბლიკასა და სლოვენიის რესპუბლიკაში, 2011-2017 წლები საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში, 2017 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში

დაიბადა 9 მაისი, 1965 წელი, თბილისი, საქართველო.

განათლება:
1982-1989 – სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, კლასიკური ფილოლოგია;
1989-1993 – თბილისის სასულიერო აკადემია, ქრისტიანული ხელოვნების ფაკულტეტი;
2006 – დოქტორის ხარისხი ისტორიაში, ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.

სამუშაო გამოცდილება:
1988-1989 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტაჟიორი;
1989-1993 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი;
1993-1995 – ყოველდღიური გაზეთის „ივერია ექსპრესი“-ს მთავარი რედაქტორი;
1995-1998 – საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე;
2004-2005 – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში;

ფლობს: ინგლისურ, სლოვაკურ, ჩეხურ, პოლონურ, რუსულ ენებს

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

ჯილდოები:
სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოქროს მედალი.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „ბენე მერიტოს“ (Bene Merito) საპატიო ორდენი.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები